აფეთქება თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე - დაშავებულია ერთი ადამიანი

07.07.23 14:56
აფეთქება თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე - დაშავებულია ერთი ადამიანი

აფეთქება თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე - დაშავებულია ერთი ადამიანი. დაშავდა ავტომობილის მძღოლი, მას დაზიანება ხელზე აქვს მიღებული.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები