თხევად გაზზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ტესტირების დროს მოხდა აფეთქება - თვითმხილველები ავტობანზე მომხდარ აფეთქებაზე

07.07.23 15:13
თხევად გაზზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ტესტირების დროს მოხდა აფეთქება - თვითმხილველები ავტობანზე მომხდარ აფეთქებაზე

აფეთქება თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე - თვითმხილველები "პირველებთან" მომხდარის დეტალებს იხსენებენ. ადგილობრივების ინფორმაციით, თხევად გაზს არემონტებდნენ და, სავარაუდოდ, ტესტირების დროს მოხდა აფეთქება.

თხევად გაზზე მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები და ტესტირების თუ რის დროს მოხდა აფეთქება, ცეცხლი გაუჩნდა და ცოტა ხანში მოხდა აფეთქება. დროულად მოხდა 112-ში დარეკვა და სახანძრო დროულად მოვიდა, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის, რადგან დაცულია ყველა ნორმა. აქედან გამომდინარე, დააზიანა მხოლოდ გარშემო ტერიტორია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

გაზგასამართ სადგურზე ერთ-ერთი დასაქმებული "პირველებს" უყვება, რომ აფეთქების შედეგად გაზგასამართი სადგური დაზიანდა, ერთი ავტომობილი კი სრულად დაიწვა.

თხევადი ბალონები არის აფეთქებული, დაზიანებულია გაზგასამართი სადგური და მანქანა არის დამწვარი, მანქანა იყო ხელოსნის, არ იტენებოდა გაზით და არაფერი, იყო უბრალოდ გაჩერებული. ორ წელზე მეტია, აქ ვმუშაობ და არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა,“ - ამბობს გაზგსაამართი სადგურის ერთ-ერთი თანამშრომელი.

 

აფეთქება თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე - დაშავებულია ერთი ადამიანი. დაშავებულია ერთ-ერთი ხელოსანი, რომელიც თხევადი აირის ავზის შესაკეთებლად მუშაობდა. 

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები