ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დამრჩა... "პუტინს ჰკითხეთ", ეს იყო ბატიაშვილის პასუხი - ბოკუჩავა

07.07.23 15:25
ყველა კითხვა პასუხგაუცემელი დამრჩა... "პუტინს ჰკითხეთ", ეს იყო ბატიაშვილის პასუხი - ბოკუჩავა

ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ სუსის უფროსის მოადგილემ, რომელსაც ახლა დეპუტატები კითხვებს კომიტეტის სხდომაზე უსვამენ, მის მიერ დასმული შეკითხვები უპასუხოდ დატოვა. ოპოზიცონერი პოლიტიკოსის თქმით, კითხვას მას ბევრი ჰქონდა, თუმცა ალექსანდრე ბატიაშილი პასუხი იყო ერთი : "პუტინს ჰკითხეთ". 

აბსოლუტურად ყველა კითხვა, რომელიც მე დავსვი, დარჩა პასუხგაუცემელი და ბატონმა ბატიაშვილმა, რეალურად, ასეთი პასუხი შემოგვთავაზა, დანარჩენზე პუტინს ჰკითხეთო. მაგალითად, ფრენებზე და საიდუმლო მოლაპარაკებებზე, რომელშიც თავად რუსეთი ამხელს. მაგალითად, სანქციებზე, „დესტრუქციულ“ ძალებზე,  რომლებიც თურმე ცდილობენ შიდა არეულობის ინსპირირებას. რატომ უსმენს ოპოზიციას, მედიას, სამოქალაქო სექტორს, ელცებს სუსი, ასეთ კითხვებზე მისი პასუხების შეჯამება თუ შეგვიძლია რომ მოვახდინოთ, მდგომარეობს შემდეგში: „პუტინს ჰკითხეთ“, - ამბობს ბოკუჩავა. 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულია, თუმცა სხდომის შემდეგ ალექსნადრე ბატიაშვილი მედიასთან კომენტარის გაკეთებას გეგმავს.  

მსგავსი სიახლეები