სუსი დიდი ხანია ოპონენტებზე დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა - არმაზ ახვლედიანი

07.07.23 15:29
სუსი დიდი ხანია ოპონენტებზე დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა - არმაზ ახვლედიანი

სუსი დიდი ხანია ოპონენტებზე დევნის და ზეწოლის ინსტრუმენტად გადაიქცა, - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატი არმაზ ახვლედიანი საუბრობს. მისი თქმით, უწყების ანგარიშის მიხედვით ყველაფერი დიდებულადაა, თუმცა ცხადია, რომ უსაფრთხოების სამსახური უკანონო თვალთვალით და მოსმენით არის დაკავებული. 

ანგარიშში ნახავთ, რომ ყველაფერი არის დიდებულად და სინამდვილეში, ეს სამსახური, სუსი რომ ჰქვია, რახანია გადაიქცა ოპონენტებზე დევნის, ძალადობის, შანტაჟის და სხვა უკანონო ქმედებების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად. შესავალ ნაწილშიც მითითებულია, რომ სუსი ხელმძღვანელობს კანონის უზენაესობით, საქმე გვაქვს, საუბედუროდ, იმასთან, რომ თვალთვალით, მოსმენით და შემდეგ ამ მასალის შესაბამისად, გამოყენებით ხდება ოპონენტებზე ზეწოლა, - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 
 

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე სუსის უფროსის მოადგილე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. კითხვა-პასუხის რეჟიმი დახურულია, თუმცა სხდომის შემდეგ ალექსანდრე ბატიაშვილი მედიასთან კომენტარის გაკეთებას გეგმავს.   

მსგავსი სიახლეები