თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - პროკურატურა სამივე დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

07.07.23 15:30
თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - პროკურატურა სამივე დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს

თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - პროკურატურა სამივე დაკავებულის მიმართ პატიმრობას ითხოვს. საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

"პირველების" ინფორმაციით, სამი დაკავებულიდან ერთ-ერთი, რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ლევან გიგოლაშვილი ბრალს არ აღიარებს. დანარჩენი ორი დაკავებულის პოზიცია ამ დროისთვის, უცნობია.

სამივე დაკავებულს - ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილს და გიორგი ყეინაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. 

მსგავსი სიახლეები