ძალადობა მიუღებელია, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - ომბუდსმენი საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე

07.07.23 15:55
ძალადობა მიუღებელია, შესაბამისმა უწყებებმა რეაგირება უნდა მოახდინონ - ომბუდსმენი საგარეჯოში მომხდარ ძალადობაზე

სახალხო დამცველი საგარეჯოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დროულ გამოძიებას  ითოვს.  ლევან იოსელიანი ფიქრობს, რომ პოლიტიკური ნიშნით მომხდარ ძალადობაზე დაუყოვნებლივ რეგიარებაა საჭირო.

ამასთან, ომბუდსმენი ყველა დაინტერესებულ პირს დახმარებას ჰპირდება, რათა მათი უფლებები სატანადოდ იყოს დაცული.

ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას, მიუღებელია ჩემთვის პოლიტიკური და ნებისმიერი სხვა ნიშნით ადამიანებზე თავდასხმა, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები და მათ უნდა გამოიძიონ და მოახდინონ ამაზე რეაგირება. ჩვენ, ჩვენი მანდატის ფარგლებში ბუნებრივია, ამ ყველაფერს მივადევნებთ თვალყურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს დავეხმარებით, რომ მათი უფლებები ყველა დონეზე სათანადოდ იყოს დაცული, - ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.

მსგავსი სიახლეები