"არაფერი ვიცი, არსად ვყოფილვარ" - რუსი ოკუპანტების ტყვეობას გამოქცეული საქართველოს მოქალაქე
"არაფერი ვიცი, არსად ვყოფილვარ," - რუსი ოკუპანტების ტყვეობას გამოქცეული საქართველოს მოქალაქე დუმს. ახალგაზრდა მამაკაცის გამოკითხვა უკვე დასრულდა, თუმცა, მეჯვრისხევის მკვიდრი ჟურნალისტებთან არ ამბობს, რა მოხდა დილით სოფლის მდინარესთან.
გატაცებულების ოჯახების წევრები დახმარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვენ.
ახლა გავიგე ნახევარი საათის უკან, თევზაობდნენო, არაფერი არ ვიცი. მდინარე, რომ ჩამოდის მეჯვრისხევში. მუშაობს თვითონ, არ ვიცი, ძმაკაცები იყვნენ ეტყობა", - ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი.
მდინარეზე იყვნენ სათევზაოდ და სხვა არაფერი არ ვიცი. დააკისრებენ (თანხას) არ ვიცი. ჩვენ არა (გადახდის საშუალება), გააჩნია რა თანხას მოითხოვენ და ზოგადად არა", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს დილით საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, ერთმა გაქცევა მოახერხა. დაკავებულები ცხინვალში არიან გადაყვანილები.