"ოცნება" ცდილობს, საკუთარ დამკვეთებს მოსკოვში მაქსიმალურად ასიამოვნოს - სამადაშვილი
უკრაინაზე ხელისუფლების ახალ თავდასხმას "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი მეგობარ ქვეყანასთან ურთიერთობების გაფუჭების მცდელობად აფასებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ქართული ოცნება" ცდილობს, მოსკოველ დამკვეთს მაქსიმალურად ასიამოვნოს.
„ქართული ოცნება“ ახლა ყველაფერს აკეთებს, რომ გააფუჭოს ურთერთობები უკრაინასთან, რომ შეუძლებელი გახადოს თუნდაც გეოპოლიტიკური მოსაზრებით ევროკავშირისთვის, რომ მოგვანჭოს კანდიდატის სტატუსი. „ქართული ოცნება“ აქეთკენ მიდის, რომ მაქსიმალურად ასიამოვნოს საკუთარ დამკვეთებს მოსკოვში და უკრაინასთან ურთიერთობების დაზიანება. მე ვფიქრობ, რომ დრეს ეს არის უკვე ისეთ ეტაპზე, რომ ამის შემდეგი ეტაპი შესაძლოა, იყოს მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა, - ამბობს სამადაშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი კამპანია გააჩაღა. ხელისუფლება წყობიდან პრეზიდენტ ზელენსკის მრჩევლის გზავნილებმა გამოიყვანა.