ქვებით თავდასხმა ოპოზიციაზე - "ოცნება" ირწმუნება, რომ ყველა მოძალადე დაისჯება
ხელისუფლება ირწმუნება, რომ იდენტიფიცირების შემთხვევაში, დაისჯება ყველა, ვინც საგარეჯოში ენმ-ს წევრებს და მოქალაქეებს თავს დაესხა. ირაკლი ბერაია ამტკიცებს, რომ პასუხს აგებს ყველა, ვინც აღნიშნულ დანაშაულში იქნება მხილებული.
ყველანაირი ძალადობა არის დასაგმობი, არანაირ ძალადობას გამართლება არ აქვს და თუკი მოხდება იდენტიფიცირება და გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები ბუნებრივია, ის ადამიანები, ვინც ამაში იქნება მხილებული, აგებენ პასუხს" - ამბობს ირაკლი ბერაია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საგარეჯოში წასულ "ენმ"-ს წევრებს, რომლებიც იქ ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები, შუშები და კვერცხები დაუშინეს. ენმ-მ ყველა მოძალადე პირის იენტიფიცირება შეძლო. ირკვევა, რომ ისინი საგარეჯოს მერიის თანამშრომლები არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვებით შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ხელბორკილები არცერთი კახელი საჯარო მოხელისთვის არ დაუდიათ.