კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს, თანხის ნაწილი მიითვისეს - პროკურორი

07.07.23 15:49
კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილ თანხასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს, თანხის ნაწილი მიითვისეს - პროკურორი

თანხების მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - პროკურორის თქმით, დაკავებულებმა 2020 წელს კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდის გასაზრდელად გამოყოფილი თანხის ოდენობასთან დაკავშირებით დოკუმენტები გააყალბეს და თანხის ნაწილი მიითვისეს.

პროკურატურა სამივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს. 

როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის დეკემბერში „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ რემონტი მიმდინარეობდა. ეს იმისთვის, რომ კოვიდინფიცირებულთა საწოლფონდი გაზრდილიყო. საქმის ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები შეადგინეს, კერძოდ, მიღებისა და ჩაბარების ყალბი აქტები, ინსპექტირების დასკვნა. ამის საფუძველზე მათ აჩვენეს, თითქოს, სამიმილიონი ლარის სამუშაოები შეასრულეს. სინამდვილეში, დოკუმენტები გააყალბეს და 580 000 ლარით მეტი დანახარჯი აჩვენეს. 580 ათასი ლარიდან 170 000 ლარს დაეუფლნენ. ამის საფუძველზე წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახით, ბრალდების მხარემ სამ პირთან მიმართებით პატიმრობა მოითხოვა. ეს სამი ადამიანი ფინანსური მენეჯერი, ინფრასტრუქტურის სამმართველოს თანამშრომელი და ინდმეწარმე არიან“, - განაცხადა პროკურორმა.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. 

სამივე დაკავებულს - ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილს და გიორგი ყეინაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები