ივანიშვილი ოპონენტებს ბიუროკრატული ბანდიტების გამოყენებით ებრძვის - ბოკუჩავა

07.07.23 16:05
ივანიშვილი ოპონენტებს ბიუროკრატული ბანდიტების გამოყენებით ებრძვის - ბოკუჩავა

ივანიშვილი ოპონენტებს ბიუროკრატული ბანდიტების გამოყენებით ებრძვის, - ასე აფასებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა გუშინ საგარეჯოში მომხდარ ძალადობას, სადაც ძალადობრივი დაჯგუფებები თავს ოპოზიციას დაესხნენ.

პოლიტიკოსის თქმით, ძალადობის სპირალი, რომელიც ივანიშვილმა შექმნა, მას ძალიან ცუდად დაუბრუნდება. 

ქვებით და ბოთლებით ფიზიკურად უსწორდებოდნენ პენსიონერებს, რომლებსაც აინტერესებთ, რა შეიძლება გაკეთდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ გაიზარდოს მათი პენსიები. ბიუროკრატული ბანდიტების გამოყენებით, რომელსაც ხელფასებს საქართველოს მოქალაქეები უხდიან, ებრძვის ივანიშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს და ჰგონია, რომ ასე გაიხანგრძლივებს ძალაუფლებას, მაგრამ სინამდვილეში ის ძალადობის სპირალი, რაც მან შექმნა ძალიან ცუდად დაუბრუნდება მას და უპირველესად ელექტორალური მარცხით დაუბრუნდება, - ამბობს თინა ბოკუჩავა.
 

შეგახსენებთ, რომ გუშინ საგარეჯოში წასულ "ენმ"-ს წევრებს, რომლებიც იქ ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები, შუშები და კვერცხები დაუშინეს. ენმ-მ ყველა მოძალადე პირის იენტიფიცირება შეძლო. ირკვევა, რომ ისინი საგარეჯოს მერიის თანამშრომლები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვებით შეიარაღებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ხელბორკილები არცერთი კახელი საჯარო მოხელისთვის არ დაუდიათ. 

 

მსგავსი სიახლეები