სუს-ის ანგარიშის მოსმენა დახურულ კარს მიღმა - იაგო ხვიჩია და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

07.07.23 16:16
სუს-ის ანგარიშის მოსმენა დახურულ კარს მიღმა - იაგო ხვიჩია და თაკო ჩარკვიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წლიურ ანგარიშს განიხილავენ, გირჩის ლიდერ იაგო ხვიჩიასა და თაკო ჩარკვიანს შორის დაპირისპირება მოხდა.
 

თაკო ჩარკვიანმა ბრძანა, რომ სუს-ი პატრიოტული ორგანიზაციააო და გამახსენდა უბრალოდ, რომ ქალბატონი თაკო მე მლანძღავდა ცოტა ხნის წინ, როგორც სუს-ის აგენტს და კითხვა გამიჩნდა, თუ პატრიოტული ორგანიზაციაა, მე რატომ ვილანძღებოდი ასეთი ტიპის ბრალდებით და სუს-ი რას შვრება ზოგადად, როცა მათი სახელის ასე გამოყენება ხდება,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

იაგო ხვიჩიასთვის მიუღებელია ის შინაარსი, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტს წარუდგენს, რადგან თვლის, რომ რეალურ გამოწვევებზე დოკუმენტი მორგებული არ არის. 


ზოგადად, ასეთ ანგარიშებს არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული შინაარსი. სუს-ის ანგარიშიც თავიდანვე ვიცოდით, რომ არ იყო არაფრით გამორჩეული, უბრალოდ ადამიანური პატივისცემის ამბავია ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებიც მოდიან ჩვენთან, ყოველთვის ვცდილობთ. ამავდროულად, ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ. ვიყავი ამ განხილვაზე, მოვუსმინე სუს-ის უფროსის მოადგილეს და პოზიცია დავაფიქსირეთ, რომ ოდესმე, მართლა მოგვეცემა საშუალება ვისაუბროთ სპეცსამსახურების ახალ გამოწვევებზე,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.
 

კომიტეტის სხდომაზე, სადაც სუსის უფროსის მოადგილემ უწყების ანგარიში წარადგინა, კითხვა-პასუხის  დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის მიზეზად კომიტეტის თავმჯდომარემ მტრის მიერ ინფორმაციის შესაძლო გამოყენება დაასახელა, რასაც ოპოზიციამ "აბსურდული" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები