მიშა მშვილდაძეზე თავდამსხმელი გიორგი მუმლაძე არის თუ არა სუს-ის თანამშრომელი - სუს-ის უფროსის მოადგილე დეპუტატის კითხვას არ პასუხობს
თავდასხმა ფორმულას ერთ-ერთ დამფუძნებელზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებიტ დეპუტატების კითხვებს არ პასუხობს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის ინფორმაციით, გაერთიანებული კომიტეტების დახურულ სხდომაზე, სადაც სუს-ის უფროსის მოადგილე ანგარიშს წარუდგენს დეპუტატებს, ალექსი ბატიაშვილმა მის კითხვას პასუხი არ გასცა.
წითლიძე დაინტერესდა, ადასტურებდა თუ არა სუს-ის მაღალჩინოსანი ინფორმაციას, რომ მიშა მშვილდაძეს თავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაესხა. რაზეც ბატიაშვილმა უთხრა, რომ მის კითხვას პასუხს არ გასცემდა.
არის თუ არა ფორმულას მიერ გაშიფრული გიორგი მუმლაძე რომელიც Misha Mshvildadze თავდასხმა სავარაუდოდ განახორციელა და დაგეგმა, სუსის თანამშრომელი, მითხარით ან კი ან არა.
სუსის უფროსის მოადგილემ მიპასუხა რომ ამ კითხვას პასუხს არ გასცემს:)
არადა მგონი გასცა პასუხი ამ პასუხითაც:) - წერს ანი წითლიძე.