ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია, დაკავება არ მომხდარა - სუს-ის უფროსის მოადგილე

07.07.23 16:41
ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია, დაკავება არ მომხდარა - სუს-ის უფროსის მოადგილე

"ჯაშუშები, რა თქმა უნდა, გამოვლენილია. რაოდენობას ვერ გეტყვით, ვერც ქვეყნებს ჩამოგითვლით, თუმცა გამოვლენა ხშირად ხდება, დაკავება არ მომხდარა", - ამის შესახებ სუს- ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა განაცხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ამტკიცებს, რომ უმთავრესია ჯაშუშების გამოვლენა და არა მათი დაკავება.

ეს ბევრჯერ გვითქვამს, რომ კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი ამოცანა არის გამოვლენა, უცხოეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირის იდენტიფიცირება, მათი შესწავლა, დაინტერესების სფეროების, მოქმედების ფორმების, მეთოდების განსაზღვრა, შესწავლა, ამის გაუნებელყოფა და შემდეგ შესაძლოა, ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება,“ - განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები