რატომ სჯის ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს - "პირველების" ინტერვიუ ბაჩიაშვილის უცხოელ ადვოკატთან
ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს ემუქრებოდა. ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილის უცხოელი ადვოკატი რობერტ ამსტერდამი „პირველებთან“ საუბრობს.
ადვოკატის მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა პროდასავლური განცხადებები გააკეთა და უკრაინას ომში მხარდაწერა გამოუცხადა. ამსტერდამი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს მისი განცხადებების გამო სჯის.
Amsterdam & Partners-ის წარმომადგენელი პირდაპირ ამბობს, რომ ბაჩიაშვილის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურია და პროკურატურა ივანიშვილის მითითებებს ასრულებს.
როდესაც ადამიანს სდებ ბრალს ასეთ ძველ საქმეზე და თან ბრალდების შინაარსსაც თუ გადახედავთ, ნახავთ, რომ პროკურატურა მოქმედებს, როგორც ერთი პიროვნების სააგენტო. ამ ადამიანს აქვს განზრახვა და გავლენა პროკურატურის ჯგუფებზე. ერთადერთი წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ამ საქმეებს შეესაბამება, არის დოკუმენტი, რომელიც ჩემი კლიენტის უდანაშაულობის მტკიცებულებაა. ეს საქმე არის პოლიტიკური, ჩემს კლიენტს ეს პირი ემუქრებოდა, რომ თუ ის გააგრძელებდა პროდასავლურ განცხადებებს, რომელიც მიმართული იქნებოდა უკრაინის მხარდაჭერისკენ და დაგმობდა რუსეთის აგრესიას, მაშინ ამის გამო ფასს გადაიხდიდა და ჩვენი საღი აზრით, ეს ბრალდება სწორედ ამ ფასის გადახდაა, იმისა, რასაც ჩემი კლიენტი ფიქრობს და სჯერა. ბაჩიაშვილმა გააკეთა სერიოზული განცხადებები და კომნენტარები უკრაინასთან მიმართებით,“ - ამბობს ბაჩიაშვილის ადვოკატი.