ეს ბიძინა ივანიშვილის საქმეა, რომელიც მთავრობის ხალხმა გამოიტანა - ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი

07.07.23 17:15
ეს ბიძინა ივანიშვილის საქმეა, რომელიც მთავრობის ხალხმა გამოიტანა - ბაჩიაშვილის ადვოკატი, რობერტ ამსტერდამი

„უკვე აშკარაა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის საქმეა, რომელიც მთავრობის ხალხმა გამოიტანა,“ - ეს განცხადება Amsterdam & Partners-ის წარმომადგენელმა რობერტ ამსტერდამმა „პირველებთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ამტერდამი არ გამორიცხავს, რომ დავა ევროსასამართლოში გაგრძელდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილს საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტებზე გავლენა აქვს. 

ადვოკატი ასევე საუბრობს იმ ურთიერთობაზე, რაც გიორგი ბაჩიაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს აკავშირებდათ. ამსტერდამის ინფორმაციით, ბაჩიაშვილი ოლიგარქის ბიზნეს პარტნიორი არ ყოფილა, მხოლოდ ბიზნეს ურთიერთობა აკავშირებდათ. 

ადვოკატის თქმით, ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს ეხმარებოდა მათ შორის „კრედიტ სუისთან“ წინააღმდეგ მიმდინარე დავაშიც, თუმცა, მას შემდეგ, რაც ოლიგარქისთვის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის პროდასავლური განცხადებები მიუღებელი გახდა, მათ ურთიერთობა გაწყვიტეს.

ბიძინა ივანიშვილის როლი სისტემაზე საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი ძალიან რთულ სასამართლოებში სხვადასხვა ქვეყანაში. ყოველთვის უნდა გქონდეს იმედი, რომ კონკრეტული ინდივიდი ამ ზეწოლას გაუძლებს. ჩვენ საქართველოში ძალიან კარგი იურიდიული ჯგუფი გვყავს, რომელიც მხარს გვიჭერს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ პროცესებს სტრასბურგში და მსოფლიოს გარშემო ბევრი ადამიანია, რომელიც ამ პროცესებს თვალყურს მიადევნებს. ასე, რომ ვნახავთ, რა გამოიკვეთება. უკვე აშკარაა, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის საქმეა, რომელიც მთავრობის ხალხმა გამოიტანა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემი კლიენტი და ბიძინა ივანიშვილი ბიზნესპარტნიორები არასდროს ყოფილან, მათ ჰქონდათ ბიზნეს ურთიერთობა, ერთად მუშაობდნენ, ჩემი კლიენტი მას „კრედიტ სუისის“ დავაშიც ეხმარებოდა, თუმცა პროდასავლური განცხადებების შემდეგ, მათი ურთიერთობა ჩამოიშალა,“ - ამბობს ადვოკატი.

მსგავსი სიახლეები