თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

07.07.23 17:30
თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ

თანხის მითვისება რესპუბლიკურ საავადმყოფოში - დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილმა ფინანსურმა დირექტორმა ირაკლი გვაზავამ განაცახდა, რომ ფული, რომლის გაფლანგვასაც მათ პროკურატურა ედავება, საავადმყოფოს რეაბილიტაციას მოხმარდა. თუმცა, ამის დოკუმენტრება პანდემიისა და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვერ მოხერხდა. 

რაც შეეხება, სადაო საკითხებს - ჯამში, დახარჯული მაქვს 120 მილიონი ლარი, შემოსავალი მქონდა 130. ეს ფული, რაც გამოიყო, 4 მილიონი იყო 4 სართულის გასარემონტებლად,“ - ამბობს ირაკლი გვაზავა.

დაკავებულები ამტკიცებენ, რომ თანხები არ მიუთვისებიათ და ფული კოვიდ პანდემიის დროს კლინკურ ინფრასტრუქტურაში დახარჯეს. 

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სახით პატიმრობას ითხოვს, დაცვის მხარე კი - გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე დაკავებულები არიან რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ამავე კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი და ინდივიდუალური მეწარმე დააკავა. 

სამივე დაკავებულს - ირაკლი გვაზავას, ლევან გიგოლაშვილს და გიორგი ყეინაშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები