უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება - მიხეილ სააკაშვილი

07.07.23 17:34
უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება - მიხეილ სააკაშვილი

"უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა, რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს," - ამ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოძევებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამით ქვეყანა ზარალდება. 

უკრაინაში ელჩის არდაბრუნებით უკრაინა კი არა, საქართველო ზარალდება.
დღეს უკრაინა იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვისაც და პრეზიდენტ ზელენსკის, ანდრეი ერმაკს, მთელ გუნდს გამორჩეული სიმპატია აქვს 
ქართველი ხალხის მიმართ.
უკრაინასთან ურთიერთობას ძირს უთხრის ოლიგარქის მე-5-ე კოლონა, რომელიც გარდა მოსკოველი პატრონების მითითების შესრულებისა ასევე ხელს ითბობს
საქართველოს და უკრაინის ინტერესების ღალატზე. ძალიან მალე ამ ყველაფერს საკადრისი პასუხი გაეცემა, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები