სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლა ქვეყანაში, კადიროველები საქართველოში - კითხვები სუს-ის უფროსის მოადგილესთან
სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების შემოსვლა ქვეყანაში, კადიროველები საქართველოში - ვინ შემოუშვა ისინი საქართველოში და რა გააკეთა უსაფრთხოების სამსახურმა - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია დღეს სუს-ის უფროსის მოადგილეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანი წითლიძის თქმით, ალექსი ბატიაშვილმა დახურულ სხდომაზე თქვა, რომ კადიროველების გეგმის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს არ ჰქონია.
ვკითხე სუს-ის უფროსის მოადგილეს, იცოდა თუ არა სუს-მა, როდესაც სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრები შემოვიდნენ საქართველოში. კითხვა იყო - იცოდა, თუ არა სუს-მა კადიროველები შემოსული ამ ქვეყანაში, რაზეც პასუხი მივიღე, რომ მათ წინსწრებით ინფორმაცია, რომ ისინი ქვეყანაში შემოდიოდნენ, არ იცოდნენ. კონკრეტულად ვკითხე ეთქვა ან კი, ან არა, იყო თუ არა გიორგი მუმლაძე, რომელიც ფორმულას გამოძიებით დგინდება, რომ მიშა მშვილდაძის თავდასხმაში მონაწილეობდა და აორგანიზებდა, იყო თუ არა სახემწიფო უსაფრთხოების სამსახური. პირველად მან თავი აარიდა და მეორედ, როდესაც რამდენჯერმე ჩავეკიტე, მითხრა, რომ ამაზე პასუხს არ გამცემდა,“ - ამბობს წითლიძე.
დეპუტატების კითხვები შეეხებოდა ორგანიზებულ ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ - საიდან ფინანსდებიან ეს ძალები, ასევე კითხვები შეეხებოდა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, თუმცა, კონკრეტული პასუხები მათ ვერ მიიღეს.