მეგი ბაქრაძის საქმეზე სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

07.07.23 18:02
მეგი ბაქრაძის საქმეზე სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

ახალციხელი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმე - საქალაქო სასამართლომ პირადი მოტივით ცრუ ჩვენების მიცემაში კლინიკა "იმედის" ბრალდებული ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე და კიდევ ორი პირი - თეა გზირიშვილი და ბექა ლიპარტელიანი დამნაშავედ ცნო.

ვიოლეტა ინასარიძე და თეა გზირიშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზშივე აიყვანეს. რაც შეეხება ბექა ლიპარტელიანს, ის განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. მოსამართლის გადაწყვეტილებით, თეა გზირიშვილს 2 წელი და 6 თვე, ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს კი, 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

27 წლის მედდა ახალციხის "იმედის" კლინიკაში  "ასტრაზენეკას" ვაქცინით 18 მარტს აცრეს, ის რამდენიმე წუთში კომაში ჩავარდა. მეგი ბაქრაძე 19 მარტს თბილიში გადმოიყვანეს, ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. საქმეზე პროკურატურამ ცრუ ჩვენების მიცემის გამო ბრალი 3 ექიმს წარუდგინა, სასამართლომ მათ აღკვეთის სახით 3 000-3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები