შსს-ს განცხადება მნიშვნელოვანია, თუმცა, არასაკმარისი - "თბილისი პრაიდის" თანადამფუძნებელი
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება არის ეს ჩვენთვის, თუმცა არასაკმარისი,“ - ეს განცხადება "თბილისი პრაიდის" თანადამფუძნებელმა მარიამ კვარაცხელიამ გააკეთა.
კვარაცხელია შსს-ს დღევანდელ განცხადებას ეხმაურება, სადაც მზაობა გამოხატეს დახურული ღონისძიებების დაცვასთან დაკავშირებით. კვარაცხელიას თქმით, ის მუქარები, რაც ისმის ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს.
კვარაცხელია დარწმუნებულია, რომ ძალადობრივი ჯგუფების მიზანს ამ ეტაპზე წარმოადგენს ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობა დაკარგოს.
ძალადობრივი, რადიკალური ჯგუფების ლიდერები, როგორებიც არიან შოთა მარტინენკო, ზურა მახარაძე, ცნობილი მოძალადეები, ვინც 2021 წელს დააზიანა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, თავი მოჭრა მთელ ქვეყანას საერთაშორისო ასპარესზე, იგივე ადამიანები ჩანან სურათში დღესაც, იმუქრებიან, ძალადობრივი მოწოდებებით გამოდიან და საწყალ ხალხს რეგიონებიდან რაზმავენ და მოჰყავთ, ვიტყოდი, რომ უსაქმურები არიან, მაშინ, როცა ამდენი სერიოზული პრობლემაა, მაშინ, როცა დღეს საზღვარზე 6 ქართველი გაიტაცეს რუსებმა, ეს ადამიანები, ეს პოპულისტები, ვითომ რაღაც პრობლემას გამოძებნიან, ჩვენტვის დახურულ ტერიტორიაზე ვიკრიბებით ლგბტ ადამიანები დ მხარდამჭერები იმისთვის, რომ გავცვალოთ ინფორმაცია, ცოდნა, ისინი ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ თითქოს ჩვენ ქუჩაში გამოვდივართ, თითქოს აღლუმებს ვაწყობთ რუსთაველის გამზირზე, რაც მტკნარი სიცრუეა, მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, რომ არ დაუჯეროთ, ამ ძალადობრივ და უსაქმურ ადამიანებს, რომლებიც იკვებებიან, საზრდოობენ რუსული ფულით, კრემლის და პუტინის ფულით,“ - ამბობს მარიამ კვარაცხელია.