პრეზიდენტი პარლამენტისგან „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დასაძლევად ჩატარებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ითხოვს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრცია ავრცელებს.
პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 3 ივლისს განიხილა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევასთან დაკავშირებით რომ პროცედურული დარღვევებია, ამაზე გირჩის ლიდერი სანდრო რაქვიაშვილი რამდენიმე დღეა, საუბრობს. დეპუტატის ინფორმაციით, ვეტოს დაძლევას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის, 2 იყო "ევროპული სოციალისტებიდან" და 9 "ხალხის ძალიდან". შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხარეს ვეტოს დასაძლევად 67 დეპუტატი სჭირდებოდა, თუმცა დარბაზში რეალურად "ოცნების" მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა.