მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

07.07.23 19:09
მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია

მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის საქმე - კრიმინალურმა პოლიციამ გამოძიება დაიწყო. "პირველების" ინფორმაციით, გამოძიება მეუფე შიო მუჯირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა სამმართველო აწამოებს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

მეუფე შიოს შესაძლო მოწამვლის ფაქტზე ინფორმაცია მედიისთვის რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. მამა ანდრია ჯაღმაიძემ მედიასთან დაადასტურა, რომ არსებობს ვარაუდი, მეუფის მოწავლასთან დაკავშირებით, თუმცა, ზუსტი პასუხი ანალიზებზეა დამოკიდებული. 

"პირველებს" წყარომ დაუდასტურა, რომ სამების ტაძარში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებს ორ ადგილას მიაგნეს. აღმოჩენილია სავარაუდოდ ორი ნივთიერება - დარიშხანი და ვერცხლისწყალი. წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები, ჩატარდა მაღალი იერარქის კაბინეტში და ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების კვალი სწორედ მეუფე შიოს სკამზე, მაგიდასა და პანაღიაზე. 

მსგავსი სიახლეები