როგორ იცავს სუსი ქვეყნის უსაფრთხოებას? - ბატიაშვილმა დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა

07.07.23 20:21
როგორ იცავს სუსი ქვეყნის უსაფრთხოებას? - ბატიაშვილმა დეპუტატების კითხვებს არ უპასუხა

რამდენიმე საათიანი მოსმენის მიუხედავად,   ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები  ისევ პასუხგაუცემელი დარჩა. ლილუაშვილის მოადგილემ  ოპოზიციის კითხვებს არ უპასუხა, მედია კი  სხდომიდან მალე  გამოუშვეს, ამიტომ გასაიდუმლოებული  მოხსენებიდან საქართველოს მოსახლეობამ ვერ გაიგო, რას აკეთებს ამ ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური აგენტების გამოსავლენად და  როგორ იცავს ხალხის უსაფრთხოებას.

გაურკვეველი დარჩა  ისიც, თუ რომელ მაღალჩინოსანზე იგეგმებოდა თავადასხმა, ვინ გეგმავდა, როდის და როგორ შეუშალა ამას ხელი სუსმა. 

ოპოზიციას დარჩა განცდა, რომ ლილუაშვილის მოადგილე პარლამენტში მოუმზადებელი მივიდა, რადგან არცერთ კონკრეტულ კითხვაზე არცერთი კონკრეტული პასუხი არ გასცა. ოპოზიციის ზოგიერთ წევრს კი პირდაპირ ეუბნებოდა, რომ  არც კი აპირებს პასუხის გაცემას. 
ასე მოხდა,როცა დეპუტატმა წითლიძემ მას მიშა მშვილდაძის თავდასხმის ორგანიზატორის შესახებ ჰკითხა, ადასტურებდა თუ არა, რომ გიორგი მუმლაძე სუსის თანამშრომელია. ლილუაშვილის მოადგილემ   პასუხის  გაცემაზე უარი თქვა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები