საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება - დაასწრო თუ არა „ოცნებამ“ ზელენსკის?

07.07.23 20:14
საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება - დაასწრო თუ არა „ოცნებამ“ ზელენსკის?

დაასწრო თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ ზელენსკის?  - საქართველოს ელჩი უკრაინაში აღარ დაბრუნდება. თბილისში ჩამოსულ ზაქარაშვილს ხელისუფლება კიევში აღარ უშვებს. 
კიევში აანონსებდნენ, რომ თუ დიპლომატი მიხეილ სააკაშვილის ამბავს ვერ მოაგვარებდა, შესაძლოა, ის უკან აღარ დაებრუნებინათ. 

„ქართული ოცნება“ უკრაინის დემარშს ისევ  თავდასხმით პასუხობს. ახალი სერია შალვა პაპუაშვილმა დაიწყო. ხელისუფლება პოდოლიაკის განცხადებებმა ისე გააღიზიანა, რომ  ულტიმატუმების გზას დაადგნენ. „თუ რამეზე კონსულტაციების გამართვაა შესაძლებელი, ეს არა სააკაშვილის, არამედ  სხვა  ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხს უკავშირდება,  რომლებიც უკრაინაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ“, - თქვეს დღეს მმართველ პარტიაში,  სადაც ლორთქიფანიძის და ადეიშვილის გვარებიც ახსენეს.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვლის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები