აშშ-ს გზავნილი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს - გეგელია

08.07.23 11:06
აშშ-ს გზავნილი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს - გეგელია

საქართველოს ნატოში გაწევრიანება და ყვითელი ბარათი აშშ-დან ოცნების ხელისუფლებას - "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ამბობს, რომ აშშ-ს გზავნილი ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკმარისს არ აკეთებს.

გეგელიას თქმით, ვილნიუსის სამიტი არის საეტაპო მნიშვნელობის სამიტი, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.

"ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს ინტეგრაციას რა თქმა უნდა ემხრობა ყველა ჩვენი მეგობარი, მაგრამ ამავე დროს ეს არის გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აკეთებს საკმარისს, რომ შევასრულოთ ის პირობები, რომლის შესრულებაც არის აუცილებელი. ვილნიუსის სამიტი არის საეტაპო მნიშვნელობის სამიტი, მითუმეტეს რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. რა თქმა უნდა ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ყოფლიყო უკრაინის გვერდით". - ამბობს გრიგოლ გეგელია.

გაატარეთ რეფორმები ნატოში ინტეგრაციისთვის. ამერიკამ ქართული ოცნების ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა. ბაიდენის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხებულია. 

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ალიანსი საქართველოსთვის ურყევ პარტნიორად რჩება, თუმცა ნატოში გასაწევრიანებლად მეტი მუშაობაა საჭირო. 

 

მსგავსი სიახლეები