გატაცებულებეის მეორე დღე რუსეთის ტყვეობაში - საქართველოს 6 მოქალაქის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება

08.07.23 11:13
გატაცებულებეის მეორე დღე რუსეთის ტყვეობაში - საქართველოს 6 მოქალაქის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება

მეორე დღე რუსული ტყვეობიდან და არც ერთი ახალი ამბავი - ოკუპანტების ტყვეობაში აღმოჩენილი საქართველოს ექვსი მოქალაქის შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება. უცნობია, როგორ და რა ვითარებაში იმყოფებიან ქართველი პატიმრები. სუს-ი ამბობს, რომ აკეთებენ ყველაფერს, თუმცა გატაცებულების ოჯახებთან კავშირზე  განახლებული ინფომრაციით ჯერ არავინ გასულა. 

მეჯვრისხევის მოსახლეობა შეშინებულია. ხალხისთვის სოფელში ცხოვრება საფრთხის შემცველია. ერთ მხარეს მავთულხლართია, მეორე მხარეს კი მშვიდობიანი მოსახლეობის მტაცებელი ოკუპანტები.