როდესაც საქმე ივანიშვილის ფინანსებს ეხება, ის დაუნდობელია და ყოველგვარ ანგარიშსწორებაზე მიდის - ბუაძე

08.07.23 11:23
როდესაც საქმე ივანიშვილის ფინანსებს ეხება, ის დაუნდობელია და ყოველგვარ ანგარიშსწორებაზე მიდის - ბუაძე

გახდება თუ არა ივანიშვილის ქონებების ყოფილი მმართველი სამაგალითოდ დასჯის ნიმუში - ოპოზიციაში ფიქრობენ რომ გიორგი ბაჩიაშვილს ქართული სასამართლოს იმედი არ უნდა ჰქონდეს. 

"ლელოს" წევრი საბა ბუაძე ამბობს, რომ საქმეში ივანიშვილის პერსონალური ინტერესებია, მათ შორის მის ფინანსებთან დაკავშირებით და როდესაც საქმე ეხება ივანიშვილის ფინანსებს, ის დაუნდობელი ხდება და მზად არის, რომ ყოველგვარ ანგარიშსწორებაზე წავიდეს.

ივანიშვილი არის ამ შემთხვევაში მომჩივანი და მისი განცხადების საფუძველზე სავარაუდოდ დაიწყო ეს გამოძიება. პროკურატურას მართებს, რომ იმ კითხვის ნიშნებს, რომელიც არსებობს, გასცეს ძალიან თანმიმდევრული პასუხი იმისათვის, რომ საზოგადოებაში არსებული კითხვები მოიხნას. აქ არის ივანიშვილის პერსონალური ინტერესები, მათ შორის მის ფინანსებთან დაკავშირებით და როდესაც საქმე ეხება ივანიშვილის ფინანსებს, ის არის დაუნდობელი და მზად არის, რომ წავიდეს ყოველგვარ ანგარიშსწორებაზე". - ამბობს საბა ბუაძე.

მსგავსი სიახლეები