ბორჯომში ახალგაზრდა კაცი მოკლეს
ბორჯომში 24 წლის მამაკაცი მოკლეს. სისხლიანი ანგარიშსწორება ქალაქის ცენტრალურ პარკში მოხდა.
სასიკვდილო ჭრილობები მსხვერპლს თავდამსხმელმა დანით მიაყენა. დაზიანებები იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.