"თუ ვიმეს ჰგონია, რომ ხელისუფლებას ამის შეხსენება სჭირდება, ცდება" - "ოცნება" ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ
"ქართული ოცნება" ბაიდენის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. საგანგაშო გზავნილების მოსმენის შემდეგ, კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი თავის მართლების რეჟიმში გადავიდა.
მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ სჭირდება იმის შეხსენება, რომ დემოკრატიული პროცესების განვითარებაა საჭირო ქვეყანაში,რ ადგან მისი თქმით, ქვეყანა ისედაც ამ ტრაექტორიით მიდის.
ნებისმიერი მოწოდების გარეშეც, საქართველო დიახ, ასეთი ტრაექტორიით ვითარდება, რასაც ჰქვია დემოკრატიული პროცესების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. თუ ვინმე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან საქართველოს დღეს ამის შეხსენება სჭირდება, მინდა ვთქვა, რომ ცდება ამაში. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საკმაოდ კარგად გათვიცნობიერებული სწორედ ეს კურსი, რომელიც სწორედ ამ ხელისუფლებამ ასახა კობნსტიტუციაში და ეს მოხდება პირველად საქართველოს ისტორიაში. ექსტრაორდინალურია უკრაინის შემთხვევა ამ თვალსაზრისით და ეს ექსტრაიორდინალურობა მხედველობაში მიიღება. საქართველოს აქვს თავისი გზა, რომელიც ნიშნავს იმას, რომ მათ შორის თუნდაც ბოლოს განხილვაში მყოფი თავდაცვის კოდექსი. ჩვენ ამით შევძლებთ კიდევ უფრო დავუახლოვოთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის სტანდარტები ნატოს სტანდარტებს". - ამბობს სარჯველაძე.
გაატარეთ რეფორმები ნატოში ინტეგრაციისთვის. ამერიკამ ქართული ოცნების ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა. ბაიდენის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხებულია.
ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ალიანსი საქართველოსთვის ურყევ პარტნიორად რჩება, თუმცა ნატოში გასაწევრიანებლად მეტი მუშაობაა საჭირო.