საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე ნატოსთან დაკავშირებით არის ყველაზე მძიმე მოცემულობა - დეკანოძე
საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე ნატოსთან დაკავშირებით არის ყველაზე მძიმე მოცემულობა - ამის შესახებ ხატია დეკანოძემ "პირველებთან" განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ვილნიუსის სამიტზე საქართველო არ იქნება იმ ხარისხით წარმოდგენილი, რა მოლოდინიც იყო და ის ვარაუდობს, რომ უკრაინა ამ სამიტზე მიიღებს ერთი წინ გადადგმული საფეხურით მეტს ვიდრე საქართველო.
ოპოზიციონერი დეპუტატი ასევე ახსენებს საზოგადოებას, რომ საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო ბოლო წვრთნებში ნატოსთან ერთად.
ვილნიუსის სამიტზე საქართველო არ იქნება იმ ხარისხით წარმოდგენილი, რასაც ჩვენ ველოდებოდით. როგორც ჩანს, უკრაინა მიიღებს ერთი წინ გადადგმული საფეხურით მეტს. ფორმატი გაფართოვდება და არავინ იცის ეს შეეხება თუ არა საქართველოს და როგორც ჩანს, არ შეეხება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მხარდაჭერის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების სიჩუმე ნატოსთან დაკავშირებით არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე მოცემულობა. ვილნიუსის სამიტზე ჩვენ არ გაგვიგია, რა გეგმით წარსდგება საქართველო და როგორი იქნება შემდგომი საფეხურები. ამ განცხადებების ფონზე, ძალიან მძიმე ვითარებაა სწორედ ნატოშ ინტეგრაციის კუთხით. ასევე შევახსენებ საზოგადოებას, რომ საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო ბოლო წვრთნებში ნატოსთან ერთად, რომელიც დაგეგმილი იყო სულ რამდენიმე თვის წინ". - ამბობს ხატია დეკანოიძე.
გაატარეთ რეფორმები ნატოში ინტეგრაციისთვის. ამერიკამ ქართული ოცნების ხელისუფლებას ყვითელი ბარათი უჩვენა. ბაიდენის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესები შეფერხებულია.
ამერიკის ხმისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ალიანსი საქართველოსთვის ურყევ პარტნიორად რჩება, თუმცა ნატოში გასაწევრიანებლად მეტი მუშაობაა საჭირო.