17 წლის ბიჭმა ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - შსს ბორჯოში მომხდარ მკვლელობაზე

08.07.23 14:35
17 წლის ბიჭმა ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - შსს ბორჯოში მომხდარ მკვლელობაზე

მკვლელობა ბორჯომში - შსს განცხადება ავრცელებს.

უწყების ცნობით, 17 წლის ახალგაზრდამ 22 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა.

დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები