დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის - დაკავებულია რამდენიმე პირი
დაპირისპირება სამართალდამცველებსა და „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებს შორის - ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად, რის შედეგადაც რადიკალებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და ლისის ტბის ტერიტორიაზე შესვლა სცადეს, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გაიმართოს.
„პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეები სამართალდამცველებს სთხოვენ, ფესტივალის გამართვის ადგილას შესვლის უფლება მისცენ.