მოგვიწია ტერიტორიის დატოვება, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა - თბილისი პრაიდი

08.07.23 15:01
მოგვიწია ტერიტორიის დატოვება, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა - თბილისი პრაიდი

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, მათ ღონისძიების დატოვება და ადგილიდან ევაკუაცია მოუწიათ. 

მოგვიწია ტერიტორიის დატოვება. სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. განხორციელდა ევაკუაცია სამარშუტო ტაქსებით - ნათქვამია თბილისი პრაიდის განცხადებაში.

მათ ტერიტორიის დატოვება მას შემდეგ მოუწიათ, რაც მოძალადეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ფესტივალის ჩატარების ადგილს მიუახლოვდნენ. 

შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად.

მსგავსი სიახლეები