გამარჯვება არის გაფორმებული - შაქარიშვილი პასუხისმგებლობას დეგნანს და ზურაბიშვილს აკისრებს

08.07.23 15:51
გამარჯვება არის გაფორმებული - შაქარიშვილი პასუხისმგებლობას დეგნანს და ზურაბიშვილს აკისრებს

გამარჯვება არის გაფორმებული - ამის შესახებ „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა ვატო შაქარიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, დღეს განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, საქართველოს პრეზიდენტს და „უცხოელ აგენტებს“ დაეკისრებათ.

„ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, პროვოკაცია, რომელიც არის დაგეგმილი ჩვენი ქვეყნის გარეთ და ამაზე მუშაობს მთელი აგენტურული ქსელი, დაწყებული პრეზიდენტით, რომელმაც დღეს ლგბტ პრაიდის მხარდამჭერი განცხადება გააკეთა..

საქართველომ გაიმარჯვა. ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ  ვერ წავა ვერავინ, ვერც კელი დეგნანი, ვერ ჟორიკა რურუა და ვერც სალომე ზურაბიშვილი. რაც არ უნდა დააფინანსონ, რაც არ უნდა პროვოკაციები მოგვიწყონ, აი ასე მშვიდობიან მოგვარდება ყველაფერი. შევედით, ტერიტორია არის მათგან გათავისუფლებული, ამ ხალხის ინტერესი აქ არავის არ ჰქონდა, მათი უსაფრთხოება იყო დაცული, გამარჯვება არის გაფორმებული". - ამბობს ვატო შაქარიშვილი. 

რადიკალური ჯგუფის წარმომადგენლება ის ტერიტორია დაიკავეს სადაც "თბილისი პრაიდის" ღონისძიება უნდა გამართულიყო. 

შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად და ვერ უზრუნველყვეს იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს ღონისძიების ჩატარებას აანონსებდნენ. სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატიორებმა ტერიტორია დატოვეს.

მსგავსი სიახლეები