შეძრწუნებული ვარ, რომ „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა - ბრიტანეთის ელჩი
„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა“, – ამის შესახებ საქართველოს ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „ტვიტერზე“ წერს.
„შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, „პრაიდის ფესტივალი“ ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას“, – წერს მარკ კლეიტონი.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით დღეს დაგეგმილი ფესტივალი ჩაიშალა.
შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად და ვერ უზრუნველყვეს იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს ღონისძიების ჩატარებას აანონსებდნენ. სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატიორებმა ტერიტორია დატოვეს.