მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას - პრეზიდენტი "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლაზე

08.07.23 17:14
მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას - პრეზიდენტი "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლაზე

საქართველოს პრეზიდენტი ძალადობის წახალისებაში მმართველ გუნდს ამხელს და "პრაიდ ფესტივალის" ჩაშლაში პასუხისმგებლობას სწორედ ოცნებას" აკისრებს.

პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეკრების უფლების დაცვა სწორედ ღონისძების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას, როგორც ეს შსს გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს მოუწოდებს,  შეწყვიტოს სიძლვილის ენით საუბარი და დაპირისპირების წაქეზება.

დღეს ჩვენს ქვეყანაში დაირღვა კონსტიტუციით გაცემული პირობა, რომ დაცული იქნებოდა აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება. დღეს ორივე მუხლი დაირღვა, რამეთუ ადამიანებს არ მიეცათ შესაძლებლობა ჩაეტარებინათ საუთარი ღონისძება, რისთვისაც სამართალდაცმველებს დაცვის პირობა ჰქონდათ გაცემული და ყევლა საჭირო ზომა უნდა ყოფილიყო მიღებული.

შეკრების უფლების დაცვა სწორედ ღონისძების ჩატარებას ნიშნავს და არა ადგილის დაცლას. ამ ფორმით და ამ მოტივით, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ყველა ღონისძიება, რომლის ფორმა ან შინაარსი არ მოეწონება რადიკალურ ჯგუფს, ალბათ ჩაიშლება, თუკი სამართალდამცველები ამ ფორმით იმოქმედებენ როგორც დღეს იმქოქედებენ. აქ უფრო საგანგაშოა ის რეალობა, რომ ეს აქცია ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებებით, არა მხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების მიერ, არამედ პრიდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც.

ამდენად რა ფასი უნდა ჰქონდეს იმ თანამდებობის პირების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლესაც პირველ რიგში ევალებათ ადამიანების უფლებების დაცვა, პარლამენტის თავმდჯომარე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გვარწმუნებენ, რომ არიან ადამიანის უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და ჩემი მარცხენა სხვა რამეს აკეთებს. რეალურად.

ამ კონტრაციების წაქეზებით და ამ სიძლვილის ენის არდაგმობით, მმართველი პარტია ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგებზე. მოვუწოდებს შსს-ს რომ აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედებები. ეს არის მისი მოვალეობა. მმართველ გუნდს კი მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს სიძლვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. ეს მარტივად ხდება იმ მესიჯბოქსებით, რომელიც სრულიად არის გაკონტროლებული". - თქვა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა  გამართულიყო.

 შსს-მ არ გამოიყვანა პროპორციული ძალა პრორუსული დაჯგუფებების მიერ დაგეგმილი არეულობის აღასაკვეთად და ვერ უზრუნველყვეს იმ ადამიანების უსაფრთხოება, რომლებიც დღეს ღონისძიების ჩატარებას აანონსებდნენ. სწორედ ამიტომ ღონისძიების ორგანიზატიორებმა ტერიტორია დატოვეს. 

მსგავსი სიახლეები