ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ - სტრატეგია აღმაშენებელი
ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებელი სპეციალურ განცხადებაში საუბრობს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
სამწუხაროდ დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ ხელისუფლების მიერ წაქეზებული და ორგანიზებული ძალადობა
რაც კიდევ ერთი უტყუარი დამამტკიცებელი საბუთია, რომ ხელისუფლება რუსული მეთოდებით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას რადგან მსგავსი ქმედებები და გამოგონილ საფრთხეებთან ბრძოლა სწორედაც რომ რუსული ხელწერის ზუსტი ასლია.უფრო მეტიც, ისინი ცდილობენ ყოველ დღე უფრო და უფრო დაგვაახლოვონ და დაგვამსგავსონ რუსეთს.
“სტრატეგია აღმაშენებელი” გმობს ყოველგვარ ძალადობას და მიაჩნია, რომ ხელისუფლების უპირველესი ვალდებულება თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების და უსაფრთხოების დაცვაა რასაც სამწუხაროდ არათუ არ აკეთებს “ქართული ოცნება” არამედ თავად არის მოძალადე.
სწორედ ამიტომ, საერთო ძალებით რაც შეიძლება მალე უნდა დავასრულოთ რუსული ხელისუფლება საქართველოში და დავუბრუნდეთ ევროპულ კურსს, სადაც ყველა მოქალაქის უფლება და უსაფრთხოება იქნება კანონით გათვალისწინებული და დაცული.
ქრისტეს სახელით ჩადენილი ძალადობა თავად არის უდიდესი ბოროტება მართალსარწმუნოებისა და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ.
არა ძალადობას!
ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! “ - სტრატეგია აღმაშენებელი