პოლიტიკური სკანდალი - პრეზიდენტის ვეტო ქართულმა ოცნებამ კანონდარღვევით დაძლია

08.07.23 20:51
პოლიტიკური სკანდალი - პრეზიდენტის ვეტო ქართულმა ოცნებამ კანონდარღვევით დაძლია

პოლიტიკური სკანდალი - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა მტკიცებულებები, რომ პრეზიდენტის ვეტო "ქართულმა ოცნებამ" სიყალბით დაძლია. 

TV პირველის საპარლამენტო კორესპოდენტის მიერ გადაღებული კადრებით დგინდება, რომ  „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევისას "ქართული ოცნების" 5 დეპუტატი პარლამენტში საერთოდ არ იმყოფებოდა, თუმცა მათი ხმა ვეტოს დაძლევისთვის გამოიყენეს. 

გაყალბებულია მმართველი პარტიის შემდეგი დეპუტატების ხმები: 

  • კახა კახიშვილი
  • დიმიტრი სამხარაძე
  • ლევან კობიაშვილი
  • ბექა ოდიშარია 
  • გივი ჭიჭინაძე

ირკვევა, რომ მმართველმა პარტიამ ჩამოთვლილი დეპუტატების საპარლამენტო ბარათი გამოიყენა. ფაქტს ადასტურებს კახი კახიშვილი,  რომელიც "შაბათის ეთერთან" ადასტურებს, რომ 3 ივლისს ის დარბაზში ნამდვილად არ იმყოფებოდა. 

ამასთან, ცნობილია, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც: პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე ინფორმაციას ითხოვს.

როგორც პრეზიდენტის საპალამენტო მდივანი "შაბათის ეთერს" ეუბნება, თუ ხმებით მანიპულირება დადასტურდა პრეზიდენტს "რეაქცია" ექნება. პრეზიდენტი მტკიცვებულებებს ელოდება.

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები 3 ივლისს განიხილა და პრეზიდენტის ვეტო დაძლია. შესაბამისად, პრეზიდენტის ნაცვლად ქვეყანაში ცესკოს თავმჯდომარეს და წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შეარჩევს.

მსგავსი სიახლეები