ბიძინა ივანიშვილი წმინდა სინოდში პატრიარქის შემცვლელს ეძებდა

08.07.23 21:14
ბიძინა ივანიშვილი წმინდა სინოდში პატრიარქის შემცვლელს ეძებდა

ბიძინა ივანიშვილი წმინდა სინოდში პატრიარქის შემცვლელს ეძებდა - სუს-ის ფაილების თანახმად,  მომავალი პატრიარქის  შერჩევის პროცესის მიმართ დიდი ინტერესი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს აქვს, ის მის პირად მოძღვართან, ბართლომე ფირცხალაიშვილთან საუბრისას არკვევდა, ვის ჰქონდა ყველაზე მეტი შანსი ილია მეორეს შემდეგ საპატრიარქო ტახტი დაეკავებინა. 

"ბიძინა ივანიშვილი დაინტერესდა, რომელ მღვდელმთავრებს აქვთ პატრიარქობაზე ამბიცია, რაზეც ფირცხალაშვილმა დაასახელა მიტროპოლიტები: იობი აქიაშვილი, დანიელ დათუაშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი და აბრაამ გარმელია"- წერია სუს-ის საიდუმლო ფაილებში. 

ოლიგარქის მოძღვარი ამ საკითხზე საუბრისას "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ "მაშინ, როცა უწმინდესი არ იყო კარგად, ამაზე ხეებიც კი ლაპარაკობდნენ". 

მამა ბართლომე ფირცხალაშვილი არ უარყოფს, რომ ივანიშვილი არკვევდა,  ვის რა შანსი ჰქონდა პატრიარქობის, არის კიდევ ერთ დეტალი სუს ფაილების თანახმად, ივანიშვილი მხარს, აბრაამ გარმელიას უჭერს. 

ფაქტს, არ ადასტურებს მოძღვარი და მიანიშნებს, რომ "ივანიშვილი აბრაამზე ნაწყენიც შეიძლება იყოს". "დედა გარდაეცვალა და იქ არ ყოფილა მეუფე" - დასძენს  ბართლომე ფირცხალაიშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები