ხელისუფლება ძალადობრივ ჯგუფებს თავად წარმოადგენს - პაატა მანჯგალაძე
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ გუშინ პრაიდფესტის ჩაშლაში მმონაწილე ძალადობრივ ჯგუფებს თავად ხელისუფლება წარმოადგენს. ოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნება“ რადიკალებს თავად ასპონსოსსერსბდა ახალისებს.
არა თუ ვერ უზრუნველყო, თავად წარმოადგენდა ხელისუფლება ამ სიძულვილს და ძალადობის ჯგუფებს. ის ძალადობრივი ჯგუფები, ჩვენ რომელიც ვიხილეთ, იყო დასპონსორებული და წახალისებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლიდერების მიერ და ყველა იმ მძარცველის უკან, ჩვენ რაც ვნახეთ, როდესაც დაარბიეს „კოკა-კოლით“ დარბოდნენ და არდისფერი პარაგონებით, იმის უკან იდგა ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და ნახევრადხუმორბით შემიძლია ვთქვა, კარგი იქნებოდა ორგანიზატორებს ამ „კოკა-კოლასთან“ ერთად სახარება დაეტოვებინათ და წიგნები, რომ რომელიმეს მაინც წაეკითხა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, 99%-ს წაკითხულიც არ აქვს სახარება,“ - ამბობს პაატა მანჯგალაძე.