"მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ყურადღებას იმსახურებს" - WSJ

09.07.23 12:39
"მიხეილ სააკაშვილი ამერიკის ყურადღებას იმსახურებს" - WSJ

"მიხელ სააკაშვილი ამერიკის ყურადღებას იმსახურებს" - ამ სათაურით სტატიას საქართველოს მესამე პრეზიდენტზე "ვოლ სტრიტ ჟურნალი" აქვეყნებს.

სააკაშვილის უახლესი კადრების ნახვის შემდეგ, მაღალი სანდოობით ცნობილი ამერიკული გამოცემა წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ფასს თავისუფლების სიყვრულისა და  პუტინის საწინააღმდეგო მმართველობისთვის  იხდის.  სტატიაშიი მიხეილ სააკაშვილი პროდასავლურ ხმად არის მოხსენიებული, რომელიც საქართველოში დააკავეს, ქვეყანაში, რომელსაც ახლა "პუტინი მართავს მარიონეტულად". 

"მისი ნამდვილი დანაშაული არის სიყვარული თავისუფალი სამყაროს იდეალებისადმი და ამ ცოდვის გამო დასავლეთმა უნდა გადაარჩინოს იგი ნებისმიერ ფასად", - წერს "ვოლ სტრიტ ჟურნალი".

მსგავსი სიახლეები