აფხაზეთის სტრატეგიული ობიექტები მოსკოვის დაქვემდებარებაში გადადის - "ოცნება" დუმს

09.07.23 17:10
აფხაზეთის სტრატეგიული ობიექტები მოსკოვის დაქვემდებარებაში  გადადის - "ოცნება" დუმს

აფხაზეთის სტრატეგიული ობიექტები მოსკოვის დაქვემდებარებაში  გადადის. პირველი სამიზნე სოხუმის აეროპორტია, რომელსაც რუსეთი სანქციების გვერდის ავლის საშუალებად გამოიყენებს.  პუტინი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას იწყებს, რომელიც თითქმის 30 წელია გაჩერებულია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მაქსიმ რეშეტნიკოვი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯერ კიდევ ოთხშაბათს ჩავიდა, სადაც აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. რეშეტნიკოვმა ბჟანიასთან აეროპორტის ამოქმედების გარდა, მოლაპარაკებები იმ გახორციელებულ პროექტებზე გამართა, რომელიც რუსეთის მიერ არის დაფინანსებული. მან ასევე, ბიჭვინთის აგარაკებიც დაათვალიერა. 

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივები. აფხაზი ბლოგერი გიორგი ჯახაია ამბობს, რომ მალე აფხაზეთის ეკონომიკა სრულად რუსეთის ხელში აღმოჩნდება. 

ამათ უნდათ ბიჭვინთის მითვისება, ამათ უნდათ სოხუმის აეროპორტის მითვისება და სხვა და სხვა ინფრატრუქტურული  პროექტი უკვე ვითარდებააფხაზეთში, რომლის შემდეგ უკვე მთელი აფხაზეთის ეკონომიკა იქნება რუსეთის ხელში. ახლა გაიხსნება რკინიგზა, აეროპორტი, საზღვაო მიმოსვლა და აფხაზეთში იქნება რუსების ხელში, რასაც თვითონ აფხაზები უკვე აპროტესტებენ და ცდილობენ, რომ ეს გააჩერონ, - ამბობს გიორგი ჯახაია. 

ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება დუმს.  რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაწყებული ახალი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ თბილისს  პროტესტიც კი არ გამოუთქვამს.

 

მსგავსი სიახლეები