ვინ გამოაყენებინა ქართული პორტები რუსეთს? - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

09.07.23 20:16
ვინ გამოაყენებინა ქართული პორტები რუსეთს? - ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს

ვინ და რატომ მისცა რუსეთს უფლება ქართული პორტები სანქციების გვერდის ავლისთვის გამოეყენებინა? - სანაპირო დაცვის ყოფილი მაღალჩინოსნის ხმაურიანი ინტერვიუს შემდეგ ვახტანგ გომელაურსს ერთი სიტყვა არ უთქვამს.  არადა, გოჩა ბერიძის ინტერვიუ, რომელიც ყოფილმა მაღალჩინოსანმა  შაბათის ეთერს ემიგრაციიდან მისცა, პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ  ქვეყანა ოკუპანტ რუსეთსსს ეხმარება.

ყოფილ მაღალჩინოსანს საზღვარგარეთ გატანილი აქვს მყარი დისკი, სადაც იმ გემების გადაადგილების მარშრუტებია ჩაწერილი, რომელიც სიმულატორებით იმართებოდა. მოწყობილობა აჩვენებდა, რომ გემი ქართულ პორტში იდგა, არადა, იმ ამ დროს სანქცირებული ნოვოროსისკის პორტში  სანქცირებული ტვირთით ივსებოდა.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ  ოპოზიცია აცხადებს, რომ შეუძლებელია, ეს სქემა  საანაპირო დაცვის სამსახურის რიგით თანამშრომლობებს ხელისუფლების გვერდის ავლით მოეფიქრებინათ.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები