მიტაცებული ტერიტორიების ანექსია გრძელდება - პუტინი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას გეგმავს

09.07.23 20:33
მიტაცებული ტერიტორიების ანექსია გრძელდება - პუტინი სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას გეგმავს

რუსეთი  საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების სრულ ანექსიას განაგრძობს. 
აფხაზეთის სტრატეგიული ობიექტები მოსკოვის დაქვემდებარებაში  გადადის.  პირველი სამიზნე ახლა სოხუმის აეროპორტია, რომლის გამოყენებასაც რუსეთი სანქციების გვერდის ასავლელად აპირებს.

პუტინი  სოხუმის იმ აეროპორტის რეკონსტრუქციას იწყებს რომელიც 30 წელია გაჩერებულია.  ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლება დუმს. თბილისი არგაღიზიანების პოლიტიკის რეჟიმშია.  ღარიბაშვილის მთავრობის არცერთ წევრსს რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაწყებული ახალი ეკონომიკური თანამშრომლობის გამო პროტესტიც კი არ გამოუთქვამს.

რატომ არის მიმზიდველი აფხაზეთის აეროპორტი პუტინისთვის?  საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახლა არ მოქმედებს საერთაშორისო კანონები და არ ექვემდებარება კონტროლს, ეს კი რუსეთს განუსაზღვრელს თავისუფლებას - გადაზიდავენ ნებისმიერ ტვირთს და ნებისმიერი რაოდენობით.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები