ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს: სანამ იქნება რუსული ხელისუფლება, რუსულ კანონს მოჰყვება რუსული რეისი - მელია

09.07.23 20:53
ყველაფერს ერთი მიზეზი აქვს:  სანამ იქნება რუსული ხელისუფლება, რუსულ კანონს მოჰყვება რუსული რეისი -  მელია

ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ეს რუსული ბუნების შედეგია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი წერს, რომ ყველა პრობლემის სათავე, რომელიც ქვეყნის წინაშეა,  თავად პრორუსულ ხელისუფლებაშია და ვიდრე ის ქვეყნის სათავეშია, "რუსულ კანონს ყოველთვის მიჰყვება რუსული რეისი" და ძალადობრივი ქმედებები.

მელია მიიჩნევს, რომ ახლა მიზეზზე კონცენტრირებაა საჭირო. 

ძალადობას გამართლება არ აქვს; არც მიზეზი სჭირდება, მოძალადის "არგაღიზიანებით" პრობლემა ვერ აღმოიფხვრება, იმიტომ რომ აუცილებლად იპოვის "მიზეზს", მოძალადის ბუნება ასეთია.
ასეთია რუსეთის ბუნება:
ომი მშვიდობის სახელით, ძალადობა რელიგიის სახელით; 
სანამ იქნება რუსული ხელისუფლება, რუსულ კანონს
მოჰყვება რუსული რეისი,  
რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება საოკუპაციო ხაზიდან, რუსული მთავრობის კონტროლირებადი  ჯგუფებისაგან ქვების სროლა, რუსული სპეცსამსახურების ორგანიზებით ჟურნალისტების ცემა, პრორუსი ძალადობრივი ჯგუფების გამოყენება სხვისი უფლებების შესაზღუდად, მოჰყვება რუსული ცენზურა კინოცენტრში და ა.შ.
ყველა პრობლემას, რაც არის დღეს ჩვენს გარშემო, აქვს ერთი მიზეზი და მრავალი შედეგი;
ამ შემთხვევაში მგონია, რომ მიზეზზე კონცენტრაცია უფრო მნიშვნელოვანია...ცალკეული პრობლემები ვერ მოგვარდება, ან თუ მოგვარდება - ახლით ჩანაცვლდება, - წერს ნიკა მელია. 

მსგავსი სიახლეები