"გამოიყენეთ უფლებამოსილება" - "კავკასიური კავშირი" პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

10.07.23 10:41
"გამოიყენეთ უფლებამოსილება" - "კავკასიური კავშირი" პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვს

სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას სთხოვენ. ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს მოძრაობა "კავკასიური კავშირის" წევრებმა გაუგზავნეს, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილის გარშემო დრამატული ვითარებაა შექმნილი, ეს კი პირველ რიგში, საქართველოსთის არის შეურაცხმყოფელი. 

კავკასიური კავშირი მზადაა, ჩაერთოს თურქეთში სასწრაფო სამედიცინო ევაკუციიის პროცესში, რომ მიხეილ სააკაშვილს სტამბოლის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში უმკურნალონ.

საქმის ასეთი ვითარება უკიდურესად ნეგატიურად წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც თითქოსდა მუხლებზეა დაყენებული და რუსეთის რეჟიმის დავალებით, აბუჩად იგდებს მიხეილ სააკაშვილს. ხელისუფლების მიერ აღნიშნული საქმის იგნორირების გაგრძელება მომაკვდინებელია საქართველოსთვის და მას მხოლოდ ოპოზიციონერთან მიმართებაში შურისძიებით შეპყრობილ რუსეთის დანაშაულებრივ რეჟიმთან ანათესავებს. ვითხოვთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად, გამოიყენოთ კონსტიტუციური უფლებამოსილებები, დაიცვათ თქვენი სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა და ქართველი ხალხის კარგი რეპუტაცია. ჩვენ მზად ვართ, უზრუნველვყოთ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო რეაბილიტაცია თურქეთის სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებებში და თურქეთში ექსტრადიციის პროცესის სამართლებრივი მხარდაჭერა", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები