საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო - მანჯგალაძე

10.07.23 12:48
საქართველომ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო - მანჯგალაძე

"საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო", - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

დეპუტატი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ანტიუკრაინულ განცხადებას გამოეხმაურა, რა დროსაც ღარიბაშვილმა უკრაინაში რუსეთის შეჭრა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების სურვილს დაუკავშირა. 

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთი ნატოს გამო დაესხა თავს და რომ არა ნატო ომი არ იქნებოდა, პირდაპირ ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადებაა - გამოდის, რომ რუსეთს, გარდა ნატოსი, სხვა პრეტენზიები სახელმწიფოების მიმართ არა აქვს და შესაბამისად, ომის დაწყების საფუძველი ნატო ყოფილა. "ქართულ ოცნებას“ ვეტყვი - რუსეთი უკრაინას ნატოს გამო კი არ დაესხა თავს, ნატოს წევრი რომ არ არის, ამის გამო დაესხა 2022 წელს, საქართველო ნატოს წევრი არ იყო, ამიტომ დაგვესხა 2008 წელს. ნატოს წევრობა იმიტომ გვინდა, რომ საქართველო ისევე იყოს დაცული, როგორი დაცულიც არის 1.5 მილიონიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი ჩიტს ვერ აუფრენს საზღვარზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მსგავსი სიახლეები