ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას - ირაკლი ზარქუა

10.07.23 13:14
ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას - ირაკლი ზარქუა

"ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას", - ეს განცხადება ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა. დეპუტატი ნატოს სამიტს ეხმაურება, რომელიც 11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.

მმართველი გუნდის დეპუტატი სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს აკისრებს.

არ ვაპირებ ახლა, რაღაც არასწორი მოლოდინების შექმნას. საქართველო დიდი ხანია, მზად არის ნატო-სთვის. ახლა ნატო-ს მართებს ვაჟკაცობა, გაბედული ნაბიჯი გადადგას. მგონია, რომ  დღეს ნატო-ს აქვს კარგი შესაძლებლობა, თუ თვითონ გამონახავენ ძალას, რომ საქართველო მიიღოს. ჩვენ ვართ ძალიან ახლოს - იცით, ერთობლივი წვრთნები ტარდება, ერთობლივ მისიებში ვმონაწილეობთ და საქართველო შეეცდება, ყოველთვის თავის ინტერესები დაიცვას,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.

მსგავსი სიახლეები