რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, დააზიანოს საკუთარი სახელმწიფო, რომ პოლიტიკური ქულები მოიპოვოს - თალაკვაძე
ნატო-ს სამიტი ვილნიუსში - რა მოლოდინები აქვს "ქართულ ოცნებას" - საქართველოს მთავრობის გეგმებზე საუბრის ნაცვლად, სახელისუფლებო გუნდის წევრები კვლავ ოპონენტებს ესხმიან თავს და ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებების გაკეთების გამო აკრიტიკებენ.
მმართველი გუნდის დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს აზიანებს და მიზანს პოლიტიკური ქულების დაწერა წარმოადგენს.
საქართველო ნამდვილად იმსახურებს, რომ გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. რაც შეეხება კრიტიკას, გვესმის, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს ერთადერთი დღის წესრიგი, რომ გააკრიტიკოს საკუთარი ქვეყანა, როგორმე დააზიანოს საკუთარი სახელმწიფო მხოლოდ იმისთვის, რომ ამით პოლიტიკური ქულები მოიპოვოს. ხელისუფლების თითოეული მოლოდინი არის, რომ ნატო ძალიან მკაფიო პოზიციას დააფიქსირებს საქართველოსთან მიმართებით,“ - ამბობს არჩილ თალაკვაძე.